14:16 20.10.2020
ამირან გამყრელიძე: ვინც მკურნალობას ბინაზე გადის, ვურჩევ, რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღონ და იმოძრაონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსით ინფიცირებულ იმ პაციენტებს, ვინც მკურნალობას ბინაზე გადის ურჩევს, რომ რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღონ და მეტი იმოძრაონ.

 

როგორც მან აღნიშნა, ბინაზე მკურნალობა ოჯახის ექიმის კომპეტენციაა და ასეთმა პაციენტებმა საჭიროების შემთხვევაში არა 112-ზე, არამედ ოჯახის ექიმთან უნდა დარეკონ.

 

„მათ ვინც ბინაზე რჩებიან პირველ რიგში ვურჩევ, რომ არ იყოს პანიკა. ვინც ბინაზე მკურნალობენ არიან ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები. აუცილებელია რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება, ბინაში მეტი მოძრაობა და არა უმოძრაოდ ყოფნა. ასევე კონტროლი ტემპერატურის, თუ ადის 38 გრადუსზე ზემოთ სიცხის დამწევის მიღება და ნუ დაელოდება, რომ ვინმემ დაურეკოს, ყველა ადამიანს ჰყავს და უნდა ჰყავდეს ოჯახის ექიმი. თუ მანდ არ დაურეკა, სასურველია რომ პროაქტიულად, 112-ით კი არა, რომელიც ახლა გადატვირთულია, რადგან ბევრი ადამიანი რეკავს, არამედ თვითონ დაურეკოს თავის ოჯახის ექიმს და საქმის კურსში ჩააყენოს და ეს მერე დისტნაციურად უნდა მართოს ოჯახის ექიმმა. ბინაზე მართვა არის ოჯახის ექიმის კომპეტენცია, რომელიც რთული არაა დამერწმუნეთ, რადგან ამ ადამიანების 99% ძალიან სწრაფად, 12 დღის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდებიან და გადამდებები არ იქნებიან“,-აღნიშნა გამყრელიძემ.




ავტორ(ებ)ი : geotime.ge