დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ირაკლი კობახიძე: „მეტი ვანო ოპოზიციას“ - ეს არის ჩვენი დევიზი 20.10.2020 14:45

მეტი ვანო ოპოზიციას, ეს არის ჩვენი დევიზი, - „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ეს განცხადება ჟურნალისტის კითხვას მოჰყვა, თუ როგორ შეაფასებდა ის ვანო მერაბიშვილის აქტივობას, რომელიც ახალციხეში მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და ჰპირდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში, თავად იზრუნებს მათზე.

 

ირაკლი კობახიძემ ვანო მერაბიშვილს მსგავსი აქტივობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს მმართველი პარტიისთვის კარგი რეკლამა და პიარია.

 

„რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილს ჩვენ მადლობას გადავუხდით. ეს არის ჩვენთვის რეკლამა და პიარი. მეტი ვანო ოპოზიციას, ეს არის ჩვენი დევიზი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ