დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

ნიკა ვაჩეიშვილი - გელათში გაჟონილი წყალი არის ნელი კიბო, რომელიც დააზიანებს ფრესკებს 20.10.2020 15:43

იაფი და უნიჭო გამოსავალიასე შეაფასა  კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა ნიკა ვაჩეიშვილმა გელათის  სამონასტრო  კომპლექსის ირგვლივ შექმნილი ვითარება. როგორც მან რადიოჯორჯიან თაიმსსგანუცხადა, „ის რაც ახალა ახურავს გელათს, არის წყალში გადაყრილი ფული - ზაფხულში ცხელი და ზამთარში ცივი თუნუქი  შესაძლოა პირდაპირ წყლის ჩასვლას აფერხებს, მაგრამ  სამაგიეროდ კრამიტიდან გაჟონილი წყალი არის ნელი კიბო, რომელიც  დააზიანებს  ფრესკებს“.

ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა  თავდაპირველად სარესტავრაციო სამუშაოებში არ მოხდა უცხოელი სპეციალისტების ჩართვაახლა  დაზიანებულ კრამიტზე თუნუქი  დავახურეთ, გამოდის დავაკონსერვეთ,მაგრამ სინამდვილეში გავყინეთ პრობლემაგადახურვა უნდა მოგვეწყო ისე, რომ  ადვილი მისადგომი და  დასათვალიერებელი  ყოფილიყო ტერიტორია რათა  გვენახა რაა პროცესებთან  გვაქვს საქმე. მიკვირს ასეთი შეცდომები რატომ დავუშვით“ -  განაცხადა  ვაჩეიშვილმა და დასძინა, რომ   ახლა ჯერი საზოგადოებრივ აქტიურობაზეა, რათა ყველამ ერთად გადავარჩინოთ გელათი.

დღეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას  გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყების  მოთხოვნით მიმართაროგორცახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ  განაცხადა,  გამოძიებამ უნდა შეისწავლოს ჩინოვნიკების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა გულგრილობას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ