დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ვატო ასათაშვილი - ,,ფრენების აღდგენა პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია'' 20.10.2020 16:11

საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებულ ინფორმაციას, 1 ნოემბრიდან, ევროპის 10 ქვეყანაში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ, პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილად მიიჩნევს ტურიზმის სფეროს ექსპერტი ვატო ასათაშვილი. ფრენების აღდგენა ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელს ვერ მოუტანსმით უფრო ახლა, როცა ტურისტული სეზონი დასრულდა და საქართველოში ეპიდვითარება საკმაოდ გართულებულია - აღნიშნავს ექსპერტი ,, ჯორჯიან თაიმსთან'' საუბარში.

,,მთავრობის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, არც ტურიზმის აღდგენისა და არც ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ არაა მიმართული. რეისების აღდგენა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოსი ჩამოყვანას უფრო ემსახურება, რაც  პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია და კონკრეტულ ინტერესს ემსახურება - აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, საქართველოში დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე გამორიცხულია, ვიზიტორების შემოსვლა ქვეყანაში, ამ ეტაპზე, ჩვენ უფრო წარმოვადგენთ საფრთხეს მათთვის ვიდრე პირიქით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ