დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

მაია ცქიტიშვილი - ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად უნდა მოემზადოს 20.10.2020 16:21

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2024 წლამდე ქვეყანა ყველა მიმართულებით უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადი გააკეთოს.

 

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ ეს განაცხადი განხილული იყოს ევროკავშირის მიერ ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს და საშუალო ევროპულ განვითარების დონეს.

 

„ჩვენ განვაცხადეთ ჩვენი ახალი 4-წლიანი პროგრამის პრეზენტაციაზე, რომ ყველა ჩვენი ქმედება იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური, განათლების, კულტურის თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით, ყველა ჩვენი საქმიანობა და გადადგმული ნაბიჯი მიმართულია იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნა განვავითაროთ ისეთ დონეზე, რომელიც მოგვცემს საშუალებას გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. ძალიან კარგად გვესმის და უნდა გვესმოდეს, რომ განაცხადი არ არის წერილის გაკეთება, ან წერილის შევსება.

 

როდესაც ისმის კითხვა - რატომ უნდა გავაკეთოთ განაცხადი 2024 წელს? - იმისთვის, რომ ეს განაცხადი განხილული იყოს ევროკავშირის მიერ, ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს იმ საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს და საშუალო ევროპულ განვითარების დონეს, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი განაცხადი იქნება სერიოზულად აღქმული. ამ განაცხადის განხილვა იქნება დასრულებული ჩვენი სრულფასოვანი წევრობით“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ