დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ზუგდიდში სპეცოპერაცია მიმდინარეობს - ახალი დეტალები 21.10.2020 15:27

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს. 

 

როგორც "ჯორჯიან თაიმსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, პოლიცია ცდილობს მოლაპარაკებები აწარმოოს შეიარღებულებთან და მძევლები გაანთავისუფლოს.


ადგილობრივების ინფორმაციით, ბანკში ორი თავმდამსხმელია შეჭრილი, რომლებიც შეიარაღებულები არიან ხელყუმბარითა და ავტომატით.

 

ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული და სპეცოპერაცია მიმდინარეობსტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა: ამ წუთში რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არის ერთი ადამიანი, ერთი დამნაშავე, რომელიც სავარაუდოდ შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ