დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს იმიტომ, რომ ტემპერატურა აქვს 37,7,“- გიორგი გახარია 21.10.2020 15:41

არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს იმიტომ, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

 

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთელ მსოფლიოში, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში, მსუბუქი ფორმები და უსიმპტომო პაციენტები იმართებიან სახლიდან. ჩვენ იმისთვის, რომ ჩვენ მოქალაქეებს დავეხმაროთ, სახლში მკურნალობასა და საავადმყოფოში მკურნალობას შორის გავაჩინეთ დამატებითი ბუფერი, რასაც ვეძახით კოვიდსასტუმროს.

 

ეს იმისთვის გავაკეთეთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილს არ აქვს შესაძლებლობა სახლში იზოლირებულად გაიაროს მკურნალობა. ჩვენი ოჯახების სოციალური სტრუქტურა ისეა, რომ რამდენიმე თაობა ვცხოვრობთ ერთად, ჩავთვალეთ, რომ ჩვენი ხანდაზმული მოხუცები არ დავაყენოთ ინფიცირების რისკის ქვეშ. ვისაც აქვს სურვილი და არ აქვს შესაძლებლობა იზოლირებული იყოს, კოვიდსასტუმროში გადავიყვანთ. ეს გვაძლევს საშუალებას მოქალაქეებს ექიმების მეთვალყურეობით ვუმკურნალოთ.

 

საავადმყოფოში უნდა მოხვდეს ის ადამიანის, ვისაც აუცილებლად სჭირდება საავადმყოფო. ესენი არიან ფეხმძიმე ქალბატონები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადების მატარებლები. არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმისთვის, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს. ეს უპასუხისმგებლობაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ჩვენივე თანამოქალაქეებს, ვისაც სჭირდება, მის ადგილს ვიკავებთ ისე, რომ არ არის ამის აუცილებლობა“,-განაცხდა გიორგი გახარიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ