დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ახალგაზრდა იურისტებმა ადვოკატის ფიცი დადეს 21.10.2020 16:28

ადვოკატთა ასოციაციაში ახლად გაწევრიანებულ ადვოკატთა ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

 

ცერემონიის ფარგლებში, პროფესიული ადაპტაციის პროგრამის კურსდამთავრებულებმა ოფიციალურად დადეს ადვოკატის ფიცი, რის შემდეგაც, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მათ ფიცის დადების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა.

 

როგორც ,,ჯორჯიან თაიმსს'' ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, დავით ასათიანმა პროფესიაში ახლად შემოსულ კოლეგებს მიულოცა და უსურვა ადამიანთა უფლებების დაცვისთვის შეუპოვარი შრომა, პროფესიული ეთიკის ნორმების განუხრელად დაცვა და მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე მუდმივი ზრუნვა, რაც მეტად მნიშვნელოვანია ადვოკატის საპასუხისმგებლო საქმიანობაში.

 

როგორც ასოციაციაში განაცხადეს, ადვოკატთა ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია პირველად გაიმართა და იგი ტრადიციულ სახეს მიიღებს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ