დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა 25.10.2020 14:04

საქართველოს მთავრობამ ქალაქ რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების 2020- 2022 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

 

გეგმის მიხედვით უნდა შემუშავდეს თანამედროვე ევროპული საკანონმდებლო ბაზა, განხორციელდეს უფრო აქტიური ზედამხედველობა და დაწესდეს ავტომატური მონიტორინგი. ამასთან, მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შემცირდება საწარმოებიდან მავნე ნივთიერებების გაფრქვევები, გაიზრდება ჯარიმები და გამკაცრდება სანქციები.

 

"ქალაქში ეტაპობრივად გაიზრდება გამწვანებული სივრცეები, გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაფართოვდება ჰაერის ხარისხის მონიტორინგი.

 

გეგმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რუსთავის მსხვილ საწარმოებში გასულ წელს ჩატარებული სრული ინსპექტირების შემდეგ, პარლამენტის, სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესის ჩართულობით შეიმუშავა, მის განხორციელებაზე კი 62 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება", - აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ