დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

კლინიკაში „ჯერარსი“ კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა 25.10.2020 23:45

კლინიკაში „ჯერარსი“ კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. ინფორმაციას „იმედი“ ავრცელებს. აღნიშნულ ფაქტს კლინიკის პრესსამსახური ადასტურებს, თუმცა აცხადებენ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმი მათთან არ მუშაობდა. იგი კლინიკა „ჯერარსში“ სამკურნალოდ რეგიონიდან გადაიყვანეს. სავარაუდოდ, გარდაცვლილი სასწრაფოს ექიმია.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ