დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

„სახელმწიფო – შენი პარტნიორი" ზუგდიდის მერიის ახალი პროექტი 26.10.2020 19:48

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს ახალ რუბრიკას, სადაც სახელმწიფოს და მოქალაქის პარტნიორობის წარმატებულ მაგალითებს მოსახლეობას გააცნობს.

 

როგორც „ჯორჯიან თაიმსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გაეცნობით იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებმაც სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამებით შეძლეს გამხდარიყვნენ წარმატებულები.

 

„საქართველოს მთავრობა მეწარმეებისა და ფერმერების მხარდამჭერ არაერთ პროექტს ახორციელებს, რომლებმაც შედეგები ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც მოიტანა. მერია პერიოდულად გაგაცნობთ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობის წარმატებულ მაგალითებს ჩვენი მუნიციპალიტეტიდან.

 

აღსანიშნავია, რომ ამოქმედდა ახალი პროექტი – „სახელმწიფო – შენი პარტნიორი", რომლის ფარგლებშიც, ყველა მხარდამჭერი პროგრამა მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. მათ, ვისაც სურვილი აქვს გახდეს მეწარმე ან ფერმერი, სახელმწიფო პროგრამებზე ინფორმაცია შეუძლია მიიღოს უკვე ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით. მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი – “, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ