დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

ამირან გამყრელიძე: გარდაცვალების თითოეული შემთხვევა ტრაგედიაა, მაგრამ მედიცინაში აბსოლუტური არაფერია 27.10.2020 17:36

„პირველ რიგში, ყველას ვურჩევ, რომ პანიკას არ უნდა მივეცეთ. რა თქმა უნდა, გარდაცვალების თითოეული შემთხვევა არის ტრაგედია, მაგრამ მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერი არ არის“, - ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ ბინაზე და კოვისასტუმროებში იყვნენ მხოლოდ უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები.

 

„სამწუხაროდ, პანდემიების და ეპიდემიების დროს არის ფატალური გამოსავალი, მაგრამ უფრო მეტი ადამიანი ჯანმრთელდება, ვიდრე არის ხოლმე სამწუხარო გამოსავალი. აქ რეკომენდაცია არის ის, რომ ბინაზე და კოვიდ სასსტუმროებში მკაცრად რეკომენდირებულია, რომ დარჩნენ მხოლოდ უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები და ასევე, ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით შესაძლებელია, საშუალო სიმძიმის ადამიანის დატოვებაც, თუ ის სხვა რისკ ჯგუფებს არ განეკუთვნება. ამას წყვეტს ექიმი. რაც შეეხება შემთხვევას, სამწუხაროდ, თრომბოემობლიური გართულება, რომელიც არის ძალიან იშვიათი გართულება, დამახასიათებელია კორონავირუსული ინფექციისთვის და ასეთ შემთხვევას ძალიან იშვიათად, მაგრამ ერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ