დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

კონგრესმენი პრაისი - საქართველოში პოლიტიკა სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის არაა 27.10.2020 17:42

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამის დემოკრატი თანათავმჯდომარე, კონგრესმენი დევიდ პრაისი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება, საბოლოო შედეგები კი ლეგიტიმურად აღიარებული.

 

როგორც დევიდ პრაისი „ამერიკის ხმასთან“ აცხადებს, ამერიკის კონგრესში სწორედ ამის მოლოდინი აქვთ.

 

„ეს რთული გზა იყო. საქართველოს გაუჭირდა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება. ვფიქრობ, ის ბალანსი, რომელიც ახლა გაქვთ, ეგრეთწოდებულ, პროპორციულ და მაჟორიტარულ ადგილებს შორის, [...] სავარაუდოდ, სამუდამოდ ასე არ დარჩება. ეს გარდამავალი შეთანხმებაა, მაგრამ ის წარმოადგენს რთული ბრძოლების შედეგად მიღწეულ კომპრომისულ შედეგს. როგორც ჩანს, ის ყველა მხარემ ლეგიტიმურად მიიღო”, - განაცხადა პრაისმა.

 

ამასთან, კონგრესმენ პრაისს მიაჩნია, რომ პარტიები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და სავარაუდოდ, „ძალიან კონკურენტულ არჩევნებს ჩაატარებენ,“ რომლის შემდეგაც შესაძლოა პარლამენტში ძალები ახლო პროპორციით გადანაწილდეს.

 

„თქვენ იცით, რომ საქართველოში პოლიტიკა სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის არაა. ეს საკმაოდ უხეში საქმეა. ერთი უცვლელი ფაქტორი, ამ ყველაფერში კი ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამასთან თანამშრომლობის სურვილია. ჩვენ ქართულ პოლიტიკაში არცერთი ძალის მხარეს არ ვართ. მაგრამ ვამბობთ, რომ გვაქვს საერთო ინტერესები ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებაში, რათა ისინი სრულად წარმოადგენდნენ საზოგადოების ინტერესების სრულ სპექტრს. პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ქართველები ამ პროცესის მონდომებული მონაწილეები იყვნენ. ჩვენ ვიმედოვნებთ და მოველით, რომ ეს ამ არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება,“- განაცხადა კონგრესმენმა პრაისმა.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ