დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

გიორგი გახარია - სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ თითოეულ პოლიციელს, სამხედროს 27.10.2020 18:39

მხვდა ბედნიერება და შინაგან საქმეთა სამინისტროში ორი წელი ვიმუშავე. ზედმიწევნით ვიცი, რას გრძნობს ახლა თითოეული კეთილსინდისიერი პოლიციელი, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიციელებსა და სამხედრო მოსამსახურეებს უსამართლოდ სწამებენ ცილს, რაც ამორალურია.

“ზედმიწევნით ვიცი, რას გრძნობს ახლა თითოეული კეთილსინდისიერი პოლიციელი. მინდა, მათ სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო, ისევე, როგორც თითოეულ სამხედროს, რომლებიც უბრალოდ  იმიტომ, რომ სამ დღეში არჩევნებია, უსამართლო ცილისწამების საგანი გახდნენ. ეს ამორალურია. მერწმუნეთ, ეს ტოქსიკური ოთხი-ხუთი დღე მალე გაივლის და ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი საზოგადოება დავაზიანოთ, განაცხადა გახარიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ