22:23 27.10.2020
„მორიგი დეზინფორმაცია და მწარე ტყუილი - აგერ ჩემი ამონაწერი - ხელფასი ჯარში ირიცხება ყოველი თვის 21 რიცხვში“

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ხათუნა ნოზაძე სოციალურ ქსელში პასუხობს მთავარი არხის დეზინფორმაციას ზუგდიდის ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით: 

 

„ამ წამს მთავარ არხზე გავიდა მორიგი დეზინფორმაცია, რომ დავით ხვიბლიანი 21 რიცხვში არ იღებდა ხელფასს, რადგან თავდაცვის სამინისტროში ხელფასი ირიცხება 23 რიცხვში და რომ ის იქ როგორც ბადრი ესებუას თანამზრახველი ისე იმყოფებოდა. მორიგი მწარე ტყუილი და მორიგი დეზინფორმაცია ჯარზე. აგერ ჩემი ამონაწერი და მესიჯი საქართველოს ბანკიდან, ხელფასი ჯარში ირიცხება ყოველი თვის 21 რიცხვში. სირცხვილი თქვენ მთავარი არხი, სირცხვილი. 31 ოქტომბერს გეტყვით საკადრო პასუხს ამ ყველაფერზე, საზღვარი არ აქვს თქვენს ტყუილებს და პროვოკაციებს. მე მჯერა, რომ ჯარში მსახურობენ ღირსეული ჯარისკაცები და ისინი არავის აპატიებენ ღირსების შელახვას, მე ამის მჯერა!!!“, წერს ხათუნა ნოზაძე.

 

 ხათუნა ნოზაძე საქართველოს ბანკის მიერ გაგზავნილ მესიჯსაც აქვეყნებს:

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge