დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ნიდერლანდების სამეფომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო 28.10.2020 10:33

ნიდერლანდების სამეფომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ქვეყნის მთავრობამ გადაწყვეტილება ევროკავშირის რეკომენდაციისა და საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის საფუძველზე მიიღო.

 

რეგულაციების თანახმად, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებს ნიდერლანდებში შესვლა აეკრძალათ. საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, გამონაკლისის სახით ნიდერლანდებში მოგზაურობა კვლავ შესაძლებელია საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ნიდერლანდების, ევროკავშირის სხვა ქვეყნის ან ნიდერლანდების მიერ მიჩნეული უსაფრთხო ქვეყნის ბინადრობის მოწმობა აქვთ.

 

გამონაკლისი შემთხვევების სრულ სიას საელჩო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ