დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

კახა კალაძე: პრემიერ-მინისტრი გვერდით უდგას თბილისს ყველა პროექტის განხორციელებისას 28.10.2020 19:05

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გვერდით უდგას თბილისს ყველა პროექტის განხორციელებისას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატ მიხელ ყაველაშვილის მხარდასაჭერ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის.

 

„მადლობას ვუხდი გიორგი გახარიას, ადამიანს, რომელიც დედაქალაქის ყველა პროექტის განხორციელებაში, დაფინანსებაში, ბიუჯეტის მხარდაჭერაში არის თბილისის და თბილისელების გვერდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ