მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა არჩევნების დროს მეტი გამოცდილების შეძენა ხდება, - ამის შესახებ ფრანგმა მკვლევარმა და საერთაშორისო ექსპერტმა ემანუელ დუკუიმ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ის საქართველოში არჩევნებზე უკვე მესამედაა.
"დაძაბულობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ ძალებს შორის ყოველთვის იყო 2012 -შიც და 2016-შიც. ის, რაც უფრო მნიშვნელოვანია ისა, რომ ყველა არჩევნების დროს მეტი გამოცდილების შეძენა ხდება. ვხედავ, რომ გარკვეული კომპეტენცია და ცოდნაა შეძენილი, არჩევნების წარმართვის გზები გათვალისწინებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის,“- განაცხადა ემანუელ დუკუიმ.
ავტორ(ებ)ი : geotime.ge