დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

მიწისძვრა თურქეთში - საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს 30.10.2020 18:55

თურქეთში, ქალაქ იზმირში მოხმდარი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.

 

საელჩოს ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მოქმდებეს ცხელი ხაზი.

 

"თურქეთის ქ. იზმირსა და მის შემოგარენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

 

დღეს, 30 ოქტომბერს, ქ. იზმირში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეებს, შეუძლიათ, დაგვიკავშირდნენ საელჩოს ცხელ ხაზზე:

 

+90 533 690 30 40; +90 539 220 82 80" - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. 

 

 ამ ეტაპზე, საელჩოს ცხელ ხაზზე საქართველოს დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შესულა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ