ეროვნული ვალუტის გამყარება ან დაღმასვლა არაპროგნოზირებადია და ეს მხოლოდ საქართველოს ეკონომიკაზე არაა დამოკიდებული. ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსის’’ რადიო ეთერში გადაცემა ,, კაპიტალში’’ ეროვნული ბანკის ფინანსური დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ლარის კურსის მერყეობაზე წინასწარი პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია. „ამას განსაზღვრავს როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებიც,“ - განაცხადა დავით უტიაშვილმა.
გარდა ამისა, გადაცემაში საუბარი შეეხო ეროვნული ბანკის საქმიანობას სხვა მიმართულებითაც. „სებ-ის მიერ განხორციელებული ყველა ფინანსური ინტერვენცია საბანკო სექტორის ს გაჯანსაღებისკენაა მიმართული. ფინანსური ინტერვენციით ბანკებს ბუფერი გამოვუთავისუფლეთ, რათა სესხები უპრობლემოდ გაეცათ, დავეხმარეთ სესხების გადავადების კუთხითაც,“ - აცხადებს უტიაშვილი.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის ჩარევები კვლავაც გაგრძელდება, რადგან პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკურმა მდგომარეობამ ხელი არ შეუშალოს საბანკო სექტორის გამართულ მუშაობას.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge