დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

„სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის VI შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა 30.10.2020 20:38

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის VI შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. წინამდებარე ანგარიში მოიცავდა პერიოდს 22 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით. ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის 2 ფაქტი. ასევე, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე ზეწოლის 1 ფაქტი; ასევე, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის და ხელის შეშლის 12 შემთხვევა, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 2 ფაქტი და სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 2 შემთხვევა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 8 და არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის 3 ფაქტი; საქველმოქმედო პროექტის დაანონსების 1 შემთხვევა. ანგარიშში ასახულია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის შედგენასთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებები.

„შეგახსენებთ, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 1 ივნისიდან ახორციელებს. მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ევროკავშირის მხარდაჭერით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ