დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ვინ გააუქმა კიევი-თბილისის ავიარეისი და რატომ ვერ ჩამოვიდნენ უკრაინელი დამკვირვებლები საქართველოში 30.10.2020 20:58

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ ჩარტერული რეისი, რომლითაც არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით საქართველოში უკრაინული „რადას“ ჟურნალისტებისა და დეპუტატების დელეგაცია უნდა ჩამოფრენილიყო, უკრაინული ავიაკომპანია „SkyUp Airlines”-ის მოთხოვნით გაუქმდა.

 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს, გარკვეული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ უკრაინული „რადას“ ჟურნალისტებისა და დეპუტატების დელეგაციის ჩარტერული რეისი ქართული მხარის უარის გამო გაუქმდა. გაცნობებთ, რომ ავიაკომპანია „SkyUp Airlines”-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოვიდა განაცხადი 30 ოქტომბერს კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით კერძო ჩარტერული ფრენის განხორციელების მიზნით, ნებართვის გაცემის თაობაზე. “SkyUp Airlines”-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ჩარტერული რეისი მიზნად ისახავდა უკრაინის რადას დელეგაციის ჩამოყვანას, მათი დამკვირვებლების სახით არჩევნებზე დასწრების მიზნით. თუმცა, 30 ოქტომბერს, 02:09 საათზე „SkyUp Airlines”-მა სააგენტოს კვლავ მომართა ფრენაზე ნებართვის მოთხოვნის ანულირების თაობაზე, რის მიზეზადაც დამკვეთი მხარის მიერ მოთხოვნილი ფრენის გაუქმება დაასახელა“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თან ახლავს ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მიღებული შეტყობინება.

 

უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის წევრი, პარლამენტარი ელიზავეტა იასკო, აცხადებდა, რომ საქართველომ ბოლო მომენტში უთხრა უარი ქვეყანაში შესვლაზე 30-კაციან დეპუტატთა ჯგუფს, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიწვევით დამკვირვებლების სტატუსით აპირებდა საქართველოში ჩასვლას 30 ოქტომბერს. „დღეს საღამოს საქართველოს ხელისუფლებამ გააუქმა ნებართვა უკრაინიდან თვითმფრინავის მიღებაზე. ასეთი გადაწყვეტილება წუხილს იწვევს, ვინაიდან საარჩევნო პროცედურის გამჭვირვალობა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ამ გამჭვირვალობას და, როგორც შედეგს, არჩევნებისადმი ნდობას, მათ შორის, დამკვირვებლებიც უზრუნველყოფენ“, - უთხრა იასკომ „ევროპეისკაია პრავდას“. უკრაინელმა დეპუტატმა დასძინა, რომ უკრაინა ითანამშრომლებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს პარლამენტთან იმისდა მიუხედავად, თუ როგორი კონფიგურაცია ექნება მომავალ უმრავლესობას და რა გვარისა იქნება პრემიერ-მინისტრი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ