დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

დასავლეთ თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა თორმეტამდე გაიზარდა 30.10.2020 21:20

დასავლეთ თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით დაშავებულთა რაოდენობა 419-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 12 ადამიანი. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების საააგენტო ავრცელებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 257 დაშავებულის შესახებ. სააგენტოს ინფორმაციით, მაშველები 12 შენობასთან მუშაობენ, რომლებიც მიწისძვრის შედეგად დაინგრა. ამ დროისთვის ნანგრევებიდან 70 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. ადგილზე მუშაობს 40 სამედიცინო დახმარების ბრიგადა, მაშველთა 35 რაზმი და ორი სამედიცინო ვერტმფრენი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ