დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

17:00 საათის მონაცემებით, გორისა და კასპის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა 45.2% გამოცხადდა 31.10.2020 18:47

გორისა და კასპის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში, 17:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა 45.2% გამოცხადდა, - აღნიშნულის შესახებ გორისა და კასპის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან ისაკაძემ განაცხადა. რაც შეეხება კენჭისყრის პროცესს, ისაკაძის თქმით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და განსაკუთრებულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია.

 

„17:00 საათის მდგომარეობით, გორი-კასპის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში ხმის მისაცემად 43 382 მოქალაქე გამოცხადდა, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლებია. პროცენტულად ეს რიცხვი 45.2% -ია. რაც შეეხება დარღვევებს, გეტყვით, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და განსაკუთრებულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. მართალია, რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა მცირე, პროცედურული დარღვევები, მაგრამ არცერთი მათგანი განსაკუთრებული არ არის“, - აღნიშნა ლევან ისაკაძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ