დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

თამარ კორძაია: დარღვევები პირდაპირ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს 31.10.2020 19:40

"გაერთიანებული ოპოზიციის" წევრის, თამარ კორძაიას ინფორმაციით, ამ დრომდე რამდენიმე სისხლის სამართლის დარღვევა გამოვლინდა. 

 

"აქამდე გამოვლენილი დარღვევების შესახებ გაგაცნობთ ინფორმაციას: მნიშვნელოვანი დარღვევა იყო საბურთალოს 42-ე უბანზე, სადაც ჩვენი წარმომადგენლების პროტესტი საარჩევნო უბნიდან ბიულეტინის გატანამ გამოიწვია. დღეს რამდენჯერმე დაფიქსირდა მსგავსი ფაქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიულეტენები ე.წ. კარუსელის გასაკეთებლად გამოიყენება. დარღვევა გამოვლინდა დუშეთში, გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმა 27 ამომრჩეველს უნდა მიეცა, ყუთი საათ-ნახევარში დაბრუნდა, თუმცა ორმა ადამიანმა დარეკა და თქვა, რომ მათთან ყუთი არავის მიუტანია.

 

შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ 27-ვე ხელმოწერა სიაზე იყო. ყველა დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე დანაშაულთან გვაქვს საქმე ნიუ-იორკში მე-8 უბანზე, სადაც კომისიის წევრი მარინა ღვთისიაშვილი მესიჯებს აგზავნის ტექსტით - "უნდა შემოხაზოთ 41". ამ მითითებას კომისიის წევრი აკეთებს. ეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა. 

 

საჩივარი დაიწერა კრწანისის მე-5 უბანზე, სადაც აღმოჩნდა, რომ ერთი და იმავე პირადი ნომრით ხმა 2-ჯერ არის მიცემული. საქმე გვაქვს საარჩევნო ხმების გაყალბებასთან და ვფიქრობთ, რომ ეს ყველა დარღვევა გვაფიქრებინებს იმას, რომ მთავრობა ძალაუფლებით ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას,"- განაცხადა თამარ კორძაიამ. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ