დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

გიორგი მარგველაშვილი - აქტივისტებს ხმების დაცვისკენ მოუწოდებს 31.10.2020 20:38

საქართველოს   მეოთხე პრეზიდენტი  გიორგი  მარგველაშვილი  პარტიულ აქტივისტებს მოუწოდებს  თითოეული ხმის დაცვისაკენ. როგორც მან  „ჯორჯიან თაიმსს“  განუცხადა, ხმები უნდა დაიცვან  აქტივისტებმა.

შეკითხვას  დათმობს თუ არა  ძალაუფლებას ხელისუფლებაექს-პრეზიდენტი  აცხადებს, რომდათმობს ისევე, როგორც დათმო შევარდნაძემ და  სააკაშვილმა“. „არ მგონია დიდი დისკუსიები გაიმართოსროგორც კი ხალხის ნება დაფიქსირდება, ისევე ადვილად დათმობ, როგორც  მისმა წინამორბედებმა დათმეს“ -  განაცხადა  გიორგი მარგველაშვილმა.

მანჯორჯიან თაიმსთანსაუბრისას ასევე შეაფასა  საარჩევნო პროცესი  სასიამოვნოდ  ენიშნა საარჩევნო უბნებთან აქტივობა, მაგრამ  არასასიამოვნო და ცუდად სანახავი იყო  დღის მეორე ნახევარში  განვითარებული მოვლენები. „ზედმეტად ცუდი სტანდარტია  კრიმინალების ნახვა და  უარყოფითი  ემოციების მოჭარბება. რაც მთავარიაარჩევნების შედეგებს ეს არ ცვლის, ცვლის და აზიანებს მხოლოდ  ქვეყნის მიმართ შეხედულებებს“ -  განაცხადა  მარგველაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ