დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა 31.10.2020 20:39

თურქეთში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. მაშველებმა ნანგრევებიდან 100-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს. გადარჩენილთა შორის ერთ-ერთი ბავშვია, რომელიც ნანგრევებში 23 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. სტიქიის შედეგად 800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. თურქეთის სეისმოლოგიურ სამსახურში თქვეს, რომ მიწისძვრას 470 ბიძგი მოჰყვა, რომელთაგან 35 ბიძგი 4 მაგნიტუდაზე ძლიერი იყო. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, შესაძლოა სულ მცირე 5.8 მაგნინუტის სიმძლავრის მიწისძვრა კიდევ მოხდეს, რც უკვე დაზიანებული შენობების ნგრევას გამოიწვევს. სტიქიის ზონაში ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩავა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ