დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ მომავალზე იღებს პასუხისმგებლობას 31.10.2020 21:10

„დღეს, ჩვენმა მოქალაქეებმა თავისი ხმა და არჩევნებში მონაწილეობა გამოიყენებს იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი და „ქართული ოცნება“ მომავალზე იღებს პასუხისმგებლობას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები იქნება დაცული.

 

„ჩვენ ვართ გარანტორი, რომ თავისუფლების ხარისხი, ადამიანის უფლებების დაცვა, წარმატებები საგარეო პოლიტიკაში, ეკონომიკის აღდგენა, ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება, სამართლიანი ურთიერთობები სახელმწიფოს და მოქალაქეს შორის - ეს ყველაფერი იქნება გარანტირებული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს არამხოლოდ თბილისში, არამედ სხვა მაჟორიტარულ ოლქებშიც. ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას ამბობს რადიკალური ოპოზიცია.

 

„ყველამ ვნახეთ, თუ რა იყო ჩვენი მოქალაქეების სურვილი არჩევნებში, მოქალაქეებმა ცხადად უთხრეს ყველას, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს, რომ მათ სურთ მხოლოდ მშვიდობიანი განვითრება, ამიტომ ამ არჩევანს, რომელიც არის უზენაესი და ყველაზე ძლიერი დემოკრატიაში, ვერ შეცვლის ვერც ერთ ცალკე აღებული რადიკალური ძალა. ამ პოლიტიკოსებს, რომლებიც ახლა ღიმილისმომგვრელი განცხადებებით გამოდიან, ვურჩევ, რომ დაუჯერონ არჩევნების შედეგებს, დაუჯერონ იმ შედეგებს, რომელსაც საზოგადოებას ცენტრალური საარჩევნო კომისია აწვდის და დაერმორჩილონ ჩვენი საზოგადოების დემოკრატიულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ