დღე: 35

ღამე: 21

USD 2.7118

EUR 3.1568

"აგენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციებით გაიხსნა დანაშაული" - ვინ არის მაღაზიის მეპატრონე, რომელსაც პოლიცია ეძებს? 03.11.2020 21:46

ავ­ჭა­ლა­ში, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში სა­დის­ტუ­რად ჩა­ცხრი­ლულ 41 წლის ვა­ლე­რი­ან (ვოვა) ნემ­სიწ­ვე­რი­ძის საქ­მე­ში მხი­ლე­ბულ პირს ძა­ლოვ­ნე­ბი უკვე ეძე­ბენ. სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე ვა­სილ ჯან­ჯღა­ვაა, რომ­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ჩხრე­კა უკვე ჩა­ტარ­და. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ დამ­ნა­შა­ვემ სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნა იმ დღეს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ტო­ვა, თა­ვად კი ფე­ხით მი­ი­მა­ლა. მოკ­ლუ­ლის მე­გო­ბა­რი და ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი, ნი­კო­ლოზ წუ­ლე­ის­კი­რი ადას­ტუ­რებს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას. იმა­საც ამ­ბობს, რომ მკვლე­ლო­ბის დღეს­ვე ჰყავ­დათ ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ძა­ლოვ­ნებს დად­გე­ნი­ლი სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე. შე­გახ­სე­ნებთ, 22 ოქ­ტომ­ბერს, სა­რა­ჯიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ჩა­ცხრი­ლეს ვა­ლე­რი­ან ნემ­სიწ­ვე­რი­ძე. თა­ვი­დან მომ­ხდარ­ზე სხვა­დას­ხვა ვერ­სია ვრცელ­დე­ბო­და. ით­ქვა, რომ მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი შუ­რის­ძი­ე­ბა იყო, მე­ო­რე ვერ­სი­ით, ამ­ბობ­დნენ, რომ მკვლე­ლო­ბას წინ კონ­ფლიქ­ტი უძღვო­და. კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, მომ­ხდარს მოკ­ლუ­ლის წარ­სულს უკავ­ში­რებ­დნენ.

ცნო­ბი­ლია, ვოვა ნემ­სიწ­ვე­რი­ძე 2004 წელს იყო და­კა­ვე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევრ კახა გი­უ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის და­გეგ­მვის ბრალ­დე­ბით და 16 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი. გი­უ­აშ­ვი­ლი 2004-2008 წლის მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი იყო და მა­შინ გა­მო­ძი­ე­ბა აცხა­დებ­და, რომ ეს და­ნა­შა­უ­ლი წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი ჰქონ­დათ, რაც საქ­მის კი­დევ ერთ ფი­გუ­რანტს და­ვით მინ­და­ძეს უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. საქ­მე­ში იდო მათი აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბე­ბიც, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ ეს აღი­ა­რე­ბა წა­მე­ბით და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბით იყო მი­ღე­ბუ­ლი. ამის მი­უ­ხე­და­ვად და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მხი­ლე­ბულ ნემ­სიწ­ვე­რი­ძეს სას­ჯე­ლი ბო­ლომ­დე არ მო­უხ­დია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ, 2013 წელს, ამ­ნის­ტია შე­ე­ხო და ამ გზით ცი­ხი­დან გა­მოს­ვლა შეძ­ლო. სწო­რედ ამი­ტომ გაჩ­ნდა ვერ­სია, რომ შე­საძ­ლოა ძვე­ლი და­ნა­შა­უ­ლის გამო მას­ზე ვი­ღა­ცე­ებ­მა შური იძი­ეს. მაგ­რამ ამ ვერ­სი­ებს თა­ვი­დან­ვე გა­მო­რი­ცხავ­და ად­ვო­კა­ტი. იმა­საც ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ნემ­სიწ­ვე­რი­ძეს გი­უ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან კავ­ში­რი არ ჰქონ­და და რომ ის უდა­ნა­შა­უ­ლოდ იჯდა ცი­ხე­ში. ად­ვო­კა­ტი იშ­ვე­ლი­ებ­და სტრას­ბურ­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. რო­გორც ჩანს, მათ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბი­სა და წა­მე­ბის­თვის უჩივ­ლეს და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ მათი სა­ჩი­ვა­რი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, სა­ხელ­მწი­ფოს კი მათ­თვის კონ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­დაც კი და­ა­კის­რა. დღემ­დე აცხა­დებს მოკ­ლუ­ლის ად­ვო­კა­ტი, რომ ნემ­სიწ­ვე­რი­ძეს მტე­რი არ ყავ­და და ის ვერ­სი­ე­ბი რაც ვრცელ­დე­ბო­და მკვლე­ლო­ბის დღე­ებ­ში, არა­ნა­ი­რად არ უკავ­შირ­დე­ბო­და მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას. ერთი რამ ფაქ­ტია, ვოვა ნემ­სიწ­ვე­რი­ძე ავ­ჭა­ლა­ში სწო­რედ იმ ად­გი­ლას მი­ვი­და, სა­დაც ჯან­ღა­ვას მა­ღა­ზია ჰქონ­და. მარ­თა­ლია ად­ვო­კა­ტი არ სა­უბ­რობს, თუ რო­გორ აღ­მოჩ­ნდა იქ ნემ­სიწ­ვე­რი­ძე და რა მიზ­ნით მი­ვი­და, თუმ­ცა ცალ­სა­ხად ჩანს ერთი გა­რე­მო­ე­ბა, რომ მოკ­ლუ­ლი საფრ­თხეს ელო­და. რად­გან ცნო­ბი­ლია, რომ მოკ­ლულს თან ჰქონ­და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი. ისიც ფაქ­ტია, დამ­ნა­შა­ვეც შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი იყო და მან და­მიზ­ნე­ბით 9 ჯერ გა­ის­რო­ლა ნემ­სიწ­ვე­რი­ძის მი­სა­მარ­თით, მათ შო­რის თავ­შიც ეს­რო­ლა. მათ შო­რის რა­ი­მე და­პი­რის­პი­რე­ბა იყო თუ არა, ამა­ზე ჯერ არა­ვინ სა­უბ­რობს.

 

 

AMBEBI.GE ად­ვო­კატ ნი­კო­ლოზ წუ­ლე­ის­კირს ესა­უბ­რა:

- ჩხრე­კა ჩა­ტარ­და ჯან­ჯღა­ვას სახ­ლში და რომ ეძე­ბენ, ამას გი­დას­ტუ­რებთ. დამ­ნა­შა­ვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო თა­ვი­დან­ვე, სწო­რედ ამი­ტომ ვამ­ბობ­დი რომ გა­მო­ძი­ე­ბას­თან პრე­ტენ­ზია არ მქონ­და, რომ ისი­ნი მუ­შა­ობ­დნენ. უამ­რა­ვი ექ­სპერ­ტი­ზაა და­ნიშ­ნუ­ლი, 41 თი­თის ანა­ბეჭ­დია აღე­ბუ­ლი და მი­დის მისი კვლე­ვა, ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია დნმ-ი და ექ­სპერ­ტი­ზაა ჩა­ნიშ­ნუ­ლი. ძა­ლი­ან არ მინ­დო­და გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი­ყო სა­ვა­რა­უ­დოდ დამ­ნა­შა­ვის ჯან­ჯღა­ვას ვი­ნა­ო­ბა, რად­გან ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არ­თუ­ლებს პი­რის ძებ­ნის პრო­ცესს. ერთი რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, ის ვერ­სი­ე­ბი, რაც თა­ვი­დან ით­ქვა, 100 პრო­ცენ­ტით გა­მო­ი­რი­ცხა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ მომ­ხდა­რი ძველ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს. ახლა მთა­ვა­რია გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნოს მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი. ვა­დას­ტუ­რებ, რომ იძებ­ნე­ბა მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე.

- ის იც­ნობ­და თქვენს მე­გო­ბარს?

- არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქონ­და. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში არა­ვის აქვს არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია ამ ადა­მი­ან­ზე. ამი­ტომ მო­ტივს ვერ ვუ­კავ­ში­რებთ.

- მკვლე­ლო­ბის ფაქტს თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყავს?

- რა თქმა უნდა, სხვა­ნა­ი­რად რო­გორ მოხ­დე­ბო­და იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აც იყო და ამის სა­ფუძ­ველ­ზე გა­იხ­სნა და­ნა­შა­უ­ლი. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და არც ახლო პე­რი­მეტრზე არც ერთი კა­მე­რა არ არის, მაგ­რამ მიმ­დე­ბა­რედ 80-მდე კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რია ამო­ღე­ბუ­ლი და ახლა მისი და­მუ­შა­ვე­ბა მი­დის, რომ დად­გინ­დეს დამ­ნა­შა­ვის მოძ­რა­ო­ბის მარ­შუ­ტი. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს მა­ღა­ზია და­კე­ტი­ლი იყო. გი­დას­ტუ­რებთ, რომ ჩხრე­კაც მოხ­და ვა­სილ ჯან­ჯღა­ვას სახ­ლში. არ ვი­ცით დღემ­დე იც­ნობ­და თუ არა დამ­ნა­შა­ვეს მოკ­ლუ­ლი, არც მათი ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ვიცი რამე. ეს რომ ვი­ცო­დეთ, უკვე გვე­ცო­დი­ნე­ბო­და და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვიც. სა­ახ­ლობ­ლომ არ იცის, ეს ჯან­ჯღა­ვა ვინ არის და სწო­რედ ამი­ტომ ვე­ლო­დე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას.

- ნა­სა­მარ­თლე­ვია ჯან­ჯღა­ვა?

- ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტში წე­რია, რომ არ არის ნა­სა­მარ­თლე­ვი. იმე­დია გა­ირ­კვე­ვა რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი. 11 შე­მა­ვალ- გა­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბა აქვს გარ­დაც­ვლილს სხე­ულ­ზე.

- ბა­ტო­ნო ნი­კო­ლოზ, მარ­თა­ლია თქვენ არ სა­უბ­რობთ დე­ტა­ლებ­ზე, მაგ­რამ ამ­დე­ნი ჭრი­ლო­ბაც ადას­ტუ­რებს, რომ დამ­ნა­შა­ვეს შუ­რის­ძი­ე­ბა ამოძ­რა­ვებ­და და მისი მოკ­ვლა ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი...

- ზოგი არის შე­მა­ვალ-გა­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბა. სულ 9 გას­რო­ლა მოხ­და, 11 ჭრი­ლო­ბა არის, მაგ­რამ ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს რო­მე­ლია შე­მა­ვა­ლი და რო­მე­ლი გა­მა­ვა­ლი. თავ­შიც აქვს ჭრი­ლო­ბა ერთი, სამი ჭრი­ლო­ბა კი­სერ­ში, ყელ­ში, ნი­კაპ­ში, გულ­ში და ა.შ.. ჯერ ისიც არ ვი­ცით, რა ია­რა­ღი ფი­გუ­რი­რებს, ამო­ღე­ბუ­ლია მას­რე­ბი სხე­უ­ლი­დან და მან­ქა­ნი­დან და ახლა დგინ­დე­ბა, რო­მე­ლი ია­რა­ღი­დან არის გას­რო­ლი­ლი. 9 მმ-იანი ტყვი­ე­ბია ამო­ღე­ბუ­ლია და ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მა­კა­რო­ვი, ვალ­ტე­რი ან კი­დევ სხვა ია­რა­ღი. კონ­კრე­ტუ­ლად ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს.

გა­მო­ძი­ე­ბა მუ­შა­ობს და ის გაგ­ვცემს ბევრ კი­თხვა­ზე პა­სუხს და ასე­ვე ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. ექპერ­ტი­ზის პა­სუ­ხით დად­გინ­დე­ბა დამ­ნა­შა­ვე იჯდა თუ არა მოკ­ლუ­ლის მან­ქა­ნა­ში, ან კი­დევ იჯდა თუ არა სხვა მე­ო­რე პი­როვ­ნე­ბა.. ბევ­რი დე­ტა­ლია გა­სარ­კვე­ვი. უნდა გა­ირ­კვეს გა­რე­დან არის ნას­რო­ლი, თუ შიგ­ნი­დან რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თის აღ­დგე­ნა უნდა მოხ­დეს. ამ ეტა­პის­თვის ვფიქ­რობთ, რომ გა­რე­დან არის ნას­რო­ლი და შიგ­ნით არ მჯდა­რა მკვლე­ლი.

- ბოლო ზარი ვის­თან აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მოკ­ლულს?

- ყვე­ლა­ფერ­ზე მი­დის მუ­შა­ო­ბა. და­ლუ­ქუ­ლია ტე­ლე­ფო­ნე­ბი და ხდე­ბა აღ­დგე­ნა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის. ერ­თა­დერ­თი რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ, მო­ტი­ვის დად­გე­ნა არის პრობ­ლე­მა. მას მტე­რი არ ყავ­და, დი­ლით სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი ლო­ცუ­ლობ­და და სა­ღა­მო­საც, ძა­ლი­ან მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი იყო. მი­დის და­კი­თხვე­ბი, არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნია და­კი­თხუ­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ფერს ფარ­და აეხ­დე­ბა. აგენ­ტის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით გა­იხ­სნა ეს და­ნა­შა­უ­ლი. 100% -ით კმა­ყო­ფი­ლი ვარ გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბით. ის ძა­ლინ კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის მამა, რაც ოჯა­ხი შექ­მნა მას შემ­დეგ სულ ოჯახ­ზე ზრუნ­ვა­ზე იყო გა­და­სუ­ლი. ბიზ­ნე­სი ჰქონ­და და­წყე­ბუ­ლი, რე­მონტს ას­რუ­ლებ­და წყალ­ტუ­ბო­ში, აქაც სა­ლონს ხსნი­და, ერთი სი­ტყვით ვო­ვას კრი­მი­ნალ­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია და ბევ­რი არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. ვა­ლე­რი­ან ნემ­სიწ­ვე­რი­ძე 8 წე­ლია ცი­ხი­დან გა­მო­ვი­და, გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და და შუ­რის­ძი­ე­ბა ვინ­მეს რომ სდო­მე­ბო­და, აქამ­დე ჩა­ი­დენ­და. მისი პი­როვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას ჩხუ­ბი, და­პი­რის­პი­რე­ბა არა­ვის­თან ჰქო­ნია. კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი არ ყო­ფი­ლა, ეს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­აა.

 

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით - 236-ე მუხ­ლის მე­სა­მე და მე­ო­თხე ნა­წი­ლით, ასე­ვე 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ჯერ­ჯე­რო­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ძი­ე­ბას მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლად არ გა­მო­უ­ცხა­დე­ბია.

 

 

 

 

AMBEBI.GE 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge