გერმანულმა რადიოსადგურმა „დოიჩე ველემ“ («Deutsche Welle») ეთერში გადასცა გაზეთ „ფრანფურტერ ალჰემეინე ცაიტუნგის“ მიერ გამოქვეყნებული სტატია-კომენტარის შინაარსი, რომლის ავტორი, პოლიტიკური მიმომხილველი რეინჰარდ ფეზერი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგებზე საუბრობს. სტატიის სათაურია „ვლადიმერ პუტინი - მთიანი ყარაბაღის ომში მოულოდნელი გამაჯვებული“.
„მთიან ყარაბაღში ომი დასრულებულია, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის სემდეგ სომხეთი და აზერბაიჯანი ნამდვილ მშვიდობას კიდევ უფრო დაშორდნენ, ვიდრე ამ 26 წლის განმავლობაში. ბოლო დროს განხორციელებულმა სამხედრო მოქმედებებმა ორი მეზობელი ხალხის ურთიერთობა კიდევ უფრო გააუცხოვა. დრეს სომხები იგივეს განიცდიან - ეროვნულ დამცირებას, რასაც 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარი მარცხი ს გამო აზერბაიჯანელები განიცდიდნენ. სომხები მსგავს წარუმატებლობებს გლობალური მასშტაბით - საკუთარი ფიზიკური არსებობის საფრთხედ აღიქვამენ. პრინციპში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხმამაღალი განცხადებები, რომლებშიც სომხების მიმართ ერთგვარი დაცინვა-დამცირებაც ჩანს, სამომავლოდ ურთიერთობის გაუმჯობესებას კარგს არაფერს უქადის, - წერს ავტორი.
„ამ ომში მოულოდნელად მთავარი გამარჯვებული გამოვლინდა - ვლადიმერ პუტინი. როცა აზერბაიჯანი, თურქეთის დახმარებით ბრძოლის ველზე გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევდა, ისე ცანდა, რომ კრემლი სამხრეტ კავკასიაში გავლენას კარგავდა... თურმე პირიქით ყოფილა - რუსეთი დაკვირვებით ადევნებდა თვალს სიტუაციას და მოხდა ის, რაც მოხდა: რუსი ჯარისკაცები აზერბაიჯანში მშვიდობიმყოფლებად მოგვევლინენ, რაც ორიოდე კვირის წინ სრულიად წარმოედგენელი იყო. სომხეთის დამოკიდებულება რუსეთზე კიდევ უფრო გაიზარდა. ერევნის დამარცხებამ ომში შეიძლება ბოლო მოუღოს სომხეთის დემოკრატიულ ექსპერიმენტს [ფერადი რევოლუციის ნაყოფს], რომელიც კრემლის გაღიზიანებას იწვევდა“, - ხაზს უსვამს რეინჰარდ ფეზერი კომენტარში.
წყარო: https://p.dw.com/p/3lBvU
მოამზადა სიმონ კილაძემ
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge