დღე: 24

ღამე: 14

USD 2.7227

EUR 3.191

ახმეტის სოფელ ოჟიოში ორსართულიანი სახლი დაიწვა 22.11.2020 14:27

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ორსართულიანი სახლი დაიწვა. მთლიანად განადგურდა იქ არსებული საოჯახო ტექნიკა და ავეჯი. ადგილზე მობილიზებულია თელავისა და ახმეტის სახანძრო- სამაშველო რამდენიმე ეკიპაჟი. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის აალების მიზეზი სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტრო გაყვანილობა გახდა. ადგილობრივ მერიაში აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედებენ და დაზარალებულ ოჯახს ყველა საჭირო დახმარებას გაუწევენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ