17:03 22.11.2020
უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია

უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია. ამომრჩევლები 11 ქალაქის მერს და საკრებულოს წევრებს ირჩევენ. კენჭისყრა ტარდება ლვოვში, პოლტავაში, ნიკოლაევში, როვნოში, უჟგოროდსა და სხვა ქალაქებში. მეორე ტური იმ ქალაქებში იმართება, სადაც პირველ ტურში კანდიდატებმა ხმების 50 პროცენტზე მეტის დაგროვება ვერ შეძლეს. რაც შეეხება საკრებულოს წევრების არჩევნებს, მეორე ტური 47 რაიონსა და დასახლებაში მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება. არჩევნების დროს უსაფრთხოებას 10 ათასი პოლიციელი იცავს. არჩევნების შედეგები 27 ნოემბრამდე უნდა გახდეს ცნობილი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge