19:03 22.11.2020
„არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციური ერთობა დაირღვევა - არც ერთი ოპოზიციონერი მანდატს არ გამოიყენებს“

არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციური ერთობა დაირღვევა, რადგან ყველა ვართ ერთ პლატფორმაზე, რაც გულისხმობს, რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, არც ერთი ოპოზიციონერი მანდატს არ გამოიყენებს.

 

 

„ამ წუთას არც ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და არც ერთი პარტია არ ფიქრობს, რომ ეს პარლამენტი, რომელიც არის გაყალბებული არჩევნების შედეგად, არალეგიტიმური, წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ინტერესს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვართ სრულიად ერთიანი ამ პოზიციაზე. მე არ გამოვიყენებ მანდატს და დარწმუნებული ვარ, ჩემი მეგობრების ძალიან დიდი უმრავლესობა, თითქმის ყველა და არც ერთი ოპოზიციური პარტია არ გამოიყენებს მას, თუ ახალი არჩევნები არ დაინიშნება“, – განაცხადა დეკანოიძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge