20:22 22.11.2020
საქართველოს თასის ფინალი კორონავირუსის გამო გადაიდო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს თასის ფინალში მონაწილე გუნდებიდან, ერთ-ერთის წევრთა უმრავლესობას კორონავირუსი დაუდასტურდა და ამის გამო, შეხვედრა გადაიდო.

 

„დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელიც 25 ნოემბერს გორში უნდა გამართულიყო, ფინალის მონაწილე ერთ-ერთი გუნდის წევრთა უმრავლესობის კორონავირუსით ინფიცირების გამო, მატჩის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაიდო. ​მატჩი 4 დეკემბერს, 16:00 საათზე კვლავ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები – წყალტუბოს „სამგურალი“ და „გაგრა“ დაუპირისპირდებიან“, – წერია ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge