21:32 22.11.2020
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი
ოფიციალურად გავრცელდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი:


დღეს მახათას მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ეზოში განსასვენებელი ჰპოვა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მღვდელმთავარმა, ეპისკოპოსმა ლაზარემ (სამადბეგიშვილი), რომელიც მანამდე გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიას ხელმძღვანელობდა. იგი 65 წლისა წავიდა ამქვეყნიდან და დიდი სითბო და სიყვარული დაგვიტოვა, მეუფე ბრძანდებოდა მშვიდობისმყოფელი, თავმდაბალი, მოყვასისათვის მზრუნველი, გულითადი ადამიანი. ამიტომაც ჰყავს მრავალი მლოცველი. 
ღმერთმა აცხონოს მისი უკვდავი სული და მართალთა თანა დააწესოს იგი, ამინ!
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
22 ნოემბერი, 2020 წელი



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge