დღე: 20

ღამე: 14

USD 2.7203

EUR 3.2029

კახეთის რეგიონში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა 22.11.2020 23:32

კახეთის რეგიონში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილი 61 წლის კაცია, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯლიდან იყო. მეორე ლეტალური შემთხვევა კი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. პაციენტი ლაგოდეხის „არქიმედეს” კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა თანმხლები დაავადებების გამო, 85 წლის კაცის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ბოლო რამდენიმე კვირაში ვირუსს რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 19 მოქალაქე ემსხვერპლა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ