17:40 26.11.2020
ანდრია გვიდიანის თქმით, ბიზნესის ანტიკრიზისულ გეგმას შეღავათები კიდევ უნდა დაემატოს

ვირუსის შეკავება შეზღუდვების დაწესების გარეშე შეუძლებელი იყო, - ასე გამოეხმაურა ქვეყანაში ახალი რეგულიაციების დაწესებას ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი „ჯორჯიან თამსთან“ საუბარში.

 

მისივე თქმით, საზოგადოება არ არის იმ დონეზე დასული, რომ რეკომენდაციები ზედმიწვნით შეასრულოს, ამიტომ, აღნიშნული შეზღუდვების დაწესება ერთადერთი გამოსავალი იყო მათივე სიცოცხლის გადასარჩენად.

 

„ეს გარდაუვალი პროცესი იყო, ვინაიდან, ჩვენს ქვეყანაში, ამ ვერაგ სენს უკვე 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი ფასეულობა კი, ბუნებაში არ არსებობს“.

 

რაც ქვეყნის შეეხება ეკონომიკას, ექსპერტის თქმით, ის დიდი გამოწვევის წინაშეა, თუმცა, აღნიშნული შეზღუდვების დაწესება არავის ინტერესში არ ყოფილა. უბრალოდ, სხვა ალტერნატივა არ იყო.

 

„ვფიქრობ, ბიზნესის ანტიკრიზისული გეგმას კიდევ უნდა დაემატოს სხვა შეღავათები, მაგალითად, ბანკებთან ურთიერთობის მხრივ, საგადასახადო მიმართულებით და სხვა. არცერთი კომპანია და სამუშაო ადგილი არ გვაქვს დასაკარგი“, - აცხადებს ის.

 

რაც შეეხება ეკონომიკურ პროგნოზს, - ექსპერტის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, საქართველოს, სხვა, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ბევრად კარგი მაჩვენებელი გააჩნია.

 

„ახლა მთავარია, რომელი ქვეყანა უფრო ნაკლები დანაკარგით გამოვა ამ კრიზისიდან და ასევე, ისიც, რომ ბიზნესის მასტიმულირებელი პროცესები საქართველოში სწორად წარიმართოს“, - აცხადებს ანდრია გვიდიანი.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge