დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

მსხვილი სავაჭრო ცენტრებისა და ბრენდ მაღაზიების მეპატრონეები მუშაობის ერთკვირიანი ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ 30.11.2020 10:34

შედგება თუ არა და როდის მსხვილი სავაჭრო ცენტრებისა და ბრენდ მაღაზიების მეპატრონეთა შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ამ დრომდე გაურკვეველია. ისინი ახალ წლამდე მუშაობის ერთკვირიანი ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ ზარალი სერიოზული იქნება და უმუშევრად ასეულობით ადამიანი დარჩება.

 

სავაჭრო ობიექტებთან ერთად პანდემიამ ყველაზე მეტად სარესტორნო სექტორიც დააზარალა. რესტორატორების თქმით, არსებული ვითარების გათვალისწინებით უმეტესი მათგანი გახსნას თებერვალში ვეღარ შეძლებს. მათივე მტკიცებით, მიტანის სერვისი არსებულ პრობლემას ვერ აგვარებს.

 

"მთავრობასთან ვაპირებთ დიალოგს. გვინდა ავუხსნათ მთავრობას, რომ ის შეზღუდვები, რომელიც ეხება 24 დეკემბრიდან სამუშაოს გაგრძელებას, რეალურად, იქნება პრობლემური მომხმარებლისთვის და გამოიწვევს გადატვირთვას სავაჭრო ცენტრების," - განაცხადა სავაჭრო ცენტრ "ქარვასლას" დირექტორმა ზურაბ შავლაყაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ