დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

ავსტრალიის პრემიერი ჩინეთის მაღალჩინოსნის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს საძაგელს უწოდებს 30.11.2020 10:35

ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა, სკოტ მორისონმა ჩინელი ჩინოვნიკის Twitter-ზე გამოქვეყნებულ გრაფიკულ სურათს, რომელშიც ნაჩვენებია ავსტრალიელი მომღიმარი ჯარისკაცის ყალბი გამოსახულება, რომელიც ბავშვს ყელს ჭრის "ნამდვილი საძაგლობა" უწოდა. ამის შესახებ ABC News წერს.

 

"ეს ნამდვილად საძაგლობაა. მსგავსი ქმედება შეურაცხმყოფელია თითოეული ავსტრალიელისთვის, ვინც მსახურობდა ჯარში. ჩინეთის მთავრობას უნდა ცხვენოდეს ამ პოსტი გამო", - განაცხადა მორისონმა.

 

მორისონმა ასევე განაცხადა, რომ ის ჩინეთის მთავრობისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. მისი თქმით, ინციდენტი კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას ორ ქვეყანას შორის.

 

"შოკირებული ვართ ავსტრალიელი ჯარისკაცების მიერ ავღანელი მშვიდობიანი მოსახლეობისა და პატიმრების მკვლელობით. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამგვარ ქმედებებს და ვითხოვთ მათ პასუხისმგებლობის საკითხს", - გრაფიკულ სურათთან ერთად, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, ჟაო ლიჯიანმა წარწერაც გამოაქვეყნა.

 

ორ ერს შორის განხეთქილება მიმდინარე წელს მას შემდეგ გაიზარდა, რაც ავსტრალიის მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის წარმოქმნის შესახებ დამოუკიდებელი გამოკვლევა მოითხოვა. ამის მას შემდეგ ჩინეთმა ავსტრალიის რიგ ექსპორტზე ტარიფები დააწესა.

ავტორ(ებ)ი : BBC

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ