დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო საქართველოს რადიაციულ უსაფრთხოებაში დაეხმარება 30.11.2020 10:42

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში პროექტების რეალიზებისტვის 10,2 მლნ ევროს გამოუყოფს.


როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ჩარჩო ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ ხელი მოაწერეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ტექნიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა, დაზუ იანგმა და  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა.


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა თბილისში ურანის საკითხი განიხილეს


უწყების ინფორმაციით, დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და საქართველოს შორის 2020-2025 წლებისთვის.


დოკუმენტის ფარგლებში სააგენტოსა და დონორი სახელმწიფოების დახმარებით საქართველოში განხორციელდება ახალი პროექტები, რომელიც მოიცავს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, წყლის რესურსებისა და გარემოს დაცვის სფეროებს. პროექტების განხორციელებისთვის გამოიყოფა 10 199 509 ევრო.


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო აკონტროლებს ბირთვულ უსაფრთხოებას ქვეყანაში, გასცემს ავტორიზაციას მსგავს საქმიანობაზე და აკონტროლებს მას, ასევე თვალს ადევნებს გარემოს რადიაქტიულ მდგომარეობას და აკონტროლებს რადიოაქტიური ნარჩენების მართვას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ