დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

სერგო ჩიხლაძე იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში "ქართული ოცნება" შემხვედრ წინადადებას წარმოადგენს 30.11.2020 11:34

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, სერგო ჩიხლაძე იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში "ქართული ოცნება" შემხვედრ წინადადებას წარმოადგენს.

 

"მოლაპარაკების მაგიდასთან დევს განსახილველი საკითხები, რომელიც ეხება არჩევნებს, საარჩევნო კომისიებს და არჩევნების წესებს, რა პირობებში ჩატარდება არჩევნები, სხვა სახის წინადადება, ჯერ ჯერობით, არ არის. ამიტომ, ჩვენ ველით წინადადებებს "ქართული ოცნებისგან", თუ რაზე შეიძლება მოლაპარაკება. ასეთს ჩვენ ვერ ვხედავთ და ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, რაც იყო წინა ორ რაუნდზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში "ქართული ოცნება" შიგნით დალაგდება,"-განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. 

 

ოპოზიცია მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინშია. მმართველი გუნდის ოპონენტები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ