დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

მურმან დუმბაძე - ბიძინა ივანიშვილი  ქართული პოლიტიკის  პრობლემაა და  ის უნდა  წავიდეს 01.12.2020 13:03

 

„ბიძინა ივანიშვილი  ქართული პოლიტიკის  პრობლემაა და  ის უნდა  წავიდეს, რადგან მან  არჩევნები ჩაატარა ასლან აბაშიძის სტილში და სად არის ახლა აბაშიძე - გავაგდეთ“, -  განუცხადა „ჯორჯიან თაიმსს“  აჭარელმა პოლიტიკოსმა მურმან დუმბაძემ, როცა კომენტარი გააკეთა ბათუმში მიმდინარე პროცესებზე.

 

 

მისი თქმით, პოლიტიკოსი ვერ გააჩერებს მოქალაქეს და ვერ გააჩერებს პროცესს. „მოქალაქემ გააკეთა არჩევანი  31 ოქტომბერს და  ეს არჩევანი გააყალბა ივანიშვილმა. ერთი წამითაც რომ დავუშვათ იმის ალბათობა, რომ არჩევნები  სამართლიანად ჩატარდა, ლოგიკიდან ვარდება მათივე ციფრებით დამდგარი შედეგი -  ოპოზიციას ხმა მისცა  52 პროცენტმა, 42-მა ოცნებას და  ხელისუფლებას აკომპლექტებს  ოცნება    -  რა ლოგიკაა ეს.  სწორედ ამიტომაა, რომ  პროცესმა  უსამართლობის გამო აღაშფოთა ხალხი“, -  განაცხადა  მურმან დუმბაძემ.

 

პოლიტიკოსმა ისიც კი აღნიშნა, რომ  თუ  არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება  სახელმწიფო. „გაჩერდება სამართალი, გაჩერდება ქვეყანა. რამდენჯერ მოვუწოდეთ  ივანიშვილს შეექმნა სისტემა, რომელიც თავიდან აგვაცილებდა რყევებს, მაგრამ მან ეს არ გააკეთა და მივიღეთ რყევები“, -  განაცხადა მან.

 

დუმბაძის თქმით, უსამართლობის  გამო  ბათუმში    გამოსული ხალხის ტალღა  გადაინაცვლებს სხვა ქალაქებში, დაბებში, ორღობეებში და პროტესტი არ გაჩერდება. „უსამართლობამ გამოიყვანა ეს ხალხი და  პროტესტი არ შენელდება“, -  დასძინა მან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ