ურთულესია მოვახდინოთ პროგოზირება, თუ როგორ იფუნქციონირებს ქვეყნის ეკონომიკა მომავალში და აქედან გამომდინარე, როგორ გაიწერება ბიუჯეტი, - ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მაკროეკენომიკის კვლევითი ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, - დავით კეშელავამ განუცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „ბიუჯეტის კორექტირება ეტაპობრივად, საჭიროებიდან გამომდინარე მოხდეს“.
დავით კეშელავას თქმით, საგარეო ვალთან დაკავშირებით , „ჩვენ, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან განსაზღვრული გვაქვს, რომ ვალის თანადაფინანსება მთლიან შიდაპროდუქტთან, არ უნდა აღემატებოდეს 60%-ს. ხოლო, თუ ის 60%-ზე მეტი გვაქვს, ეს უკვე რისკია. ეს მაჩვენებელი მოქმედებს ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზეც. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ვალი 60%-ზე დაბალ ნიშნულზე შევინარჩუნოთ“, - აცხადებს კეშელავა და ვალის ეფექტიანი მართვისა და ხარჯების მინიმალურად შემცირების აუცილებლობას უსვამს ხაზს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge