დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

უცხოური პრესა: ქართველ და უკრაინელ მაფიოზთა კავშირები 01.12.2020 15:12

უკრაინულმა გამოცემამ „გოლოს პრავდი“ («Голос Правди») გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სპირტი მაფიის ხელში“, რომელშიც უკრაინაში სპირტის წარმოების პრივატიზებას ეხება. მასალაში ქართველი და უკრაინელი მაფიოზების ურთიერთობაც არის გადმოცემული.


გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:


„უკრაინის სპირტის წარმოების პრივატიზება 2020 წლის ივლისიდან დაიწყო, როცა ამ დარგზე სახელმწიფოს მონოპოლია გაუქმდა. ჯერ-ჯერობით ამ პროცესში გამჭვირვალობა არ არის: რვა გაყიდული სპირტის ქარხნიდან მხოლოდ ერთი გადავიდა ნამდვილი მფლობელების ხელში, ექვსი კი ისეთმა „კომპანიებმა“ შეიძინეს, რომლებიც აშკარად ფიქტიური ხასიათი აქვთ. ერთ-ერთ კომპანიას - «Zernoff»-ს ევროკავშირში ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს.


პარალელურად პრივატიზების პროცესშის კრიმინალიც  ჩაერთო. მაგალითად, კომპანია „პეტრუსის“ მფლობელი ლიუდმილა რუსალინა პრეტენზია აქვს ტერნოპოლის ოლქში არსებულ ხოროსტის სპირტის ქარხანაზე, რომლის ფასი პრივატიზების წინ უეცრად ორჯერ შემცირდა. არის ვარაუდის საფუძველი, რომ ლიუდმილა რუსალინის მეშვეობით უკრაინის სპირტის ბაზარზე ე.წ. „ქართული სპირტის მაფიის“ წარმომადგენლები შემოდიან - რა თქმა უნდა, მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერით. ტერნოპოლის ოლქში არსებული კიდევ ერთი - მარილოვის სპირტის ქარხანა მოლდავურმა კომპანიამ «Zernoff»-მა შეისყიდა, რომლის მფლობელები გიორგი კოზოვიაკინი და დენის ჩიბიზოვი არიან.


უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს ჩინოვნიკები განსაკუთრებით ამ გარიგებით ამაყობენ, თუმცა, საქმეში ღრმად თუ ჩავიხედავთ, საამაყო არაფერია: «Zernoff»-ის მფლობელები ერთ-ერთ გახმაურებულ გამოძიებაში არიან გარეულნი. ლონდონის კომპანია Brina Project LLP, რომელიც საქართველოს მოქალაქეს სოლომონ ახალკაცს ეკუთვნის, «Zernoff»-ისაგან ჩვეულებრივ მარცვლეულის (სიმინდის) სპირტს ყიდულობდა და მას ბულგარეთში გზავნიდა, იქიდან კი სპირტმზიდები იგივე მოცულობის ტვირთით ქუთაისში მიდიოდნენ, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ გზაში სიმინდის სპირტი ღვინის სპირტად გადაიქცეოდა ხოლმე: ხდებოდა დოკუმენტების გაყალბება - პროდუქცია „დიდი ხნის დაყენებულ ღვინის ბრენდის“ სახელწოდებას იღებდა და სოლომონ ახალკაცს ის ქართული კომპანიის Iberica Spirits-ის სახელით ესპანეთში და საფრანგეთში გაჰქონდა. ასეთივე სქემით აღნიშნულ ქვეყნებში შეტანილი იქნა 160 ათასი ლიტრი იაფფასიანი მოლდავური სპირტი, რომელიც დოკუმენტებით ბრენდად იყო წარმოდგენილი. როცა სოლომონ ახალკაცის მაქინაციები ცნობილი გახდა, ქართველ ბიზნესმენზე ძებნა გამოცხადდა.


რაც შეეხება კომპანია „პეტრუს“-ის მფლობელს ლიუდმილა რუსალინას, რომელსაც ხოროსტის სპირტის ქარხნის შეძენა იაფად აქვს განზრახული - ორჯერ ნაკლები ფასით, 31,37 მილიონ გრივნად. ლიუდმილა რუსალინა ძალზე ბევრ ინტრიგებშია გახვეული: მისი მეუღლის (არაკანონიერი ქმრის) სახელი ზუსტად არავინ იცის, იმდენი პასპორტი აქვს სხვადასხვა გვარით. იგი დაკავშირებულია კრიმინალებთან - ნიკოლაი კლიმენკოსთან და არტურ ძიუბასთან, აგრეთვე ქართული მაფიის წარმომადგენელთან - ვინმე თემურ სვანიძესთან, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურმა 2016 წელს დააკავა ტერორიზმის მუხლით. სხვათა შორის, სვანიძე მისი ნამდვილი სახელი არ არის, მას საქართველოში ავთანდილ ჩეხანად იცნობენ. „სავნიძე-ჩეხანი“ ციხიდან ლიუდმილა რუსალინას ადვოკატმა გამოიყვანა.


კომპანია „პეტრუსს“, „სვანიძე-ჩეხანის“ მეშვეობით, კავშირი აქვს სეპარატისტული დონბასის ტერიტორიაზე მდებარე სპირტის ქარხნებთან, საიდანაც არალეგალური გზებით სპირტი უკრაინაში შედის. ამ ყველაფერს კი, პოლიტიკური მფარველი - ე.წ. „კრიშა“ ჰყავს - მმარტველი პარტიის „ხალხის მსახურის“ დეპუტატი ნიკოლაი სტეფანჩუკი. საინტერესოა, რომ ნიკოლაის უფროსი ძმაც რუსლანიც დეპუტატია, მაგრამ ბევრად მაღალი თანამდებობის მქონე -   ვერხოვნა რადის თავმჯდომარის მოადგილე“, - წერს უკრაინული გამოცემა.


წყარო: https://golospravdy.eu/spirt-v-ruki-mafii/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ