დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

არმაზ ახვლედიანი: საპროტესტო ტალღა არ ჩაცხრება, ვიდრე ხელისუფლება არ წამოვა გონივრულ კომპრომისზე 01.12.2020 16:15

ქვეყანაში ურთულესი კოვიდ ფონია და ყველას კარგად გვესმის, რომ შეზღუდვები მნიშვნელოვანია სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისათვის, თუმცა საზოგადოება იმასაც ხვდება, რომ,  რაც 31 ოქტომბრის არჩევნებზე მოხდა, არის უპრეცენდენტო შემთხვევა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, - ასე გამოეხმაურა აჭარაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს „ევროპული საქართველოს“ წევრი არმაზ ახვლედიანი „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

 

მისი თქმით, ივანიშვილმა მიიტაცა უმთავრესი საკონსტიტუციო უფლება და საზოგადოებას არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა წაართვა.

 

"საპროტესტო ტალღა არ ჩაცხრება, იმის მიუხედავად, რომ კოვიდ ფონია. ვფიქრობ, ამ ტალღის ჩაცხრობა ვერ მოხერხდება, ვიდრე ხელისუფლება არ წამოვა გონივრულ კომპრომისზე, რაც შეიძლება გახდეს ამ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის რეალური შესაძლებლობა.

 

ხელისუფლება საკუთარ თავს გამოუტანს განაჩენს, თუ არ გადადგამს გონივრულ ნაბიჯს და გონივრულ ვადებში არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. საქმე ისაა, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა, 50%-ზე მეტმა ივანიშვილს უთხრა, რომ აღარ სურს მისი ხელისუფლებაში ხილვა. ამის მიუხედავად ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ დარჩეს ხელისუფლებაში. ეს კატასტროფული შეუსაბამობაა. ამის პატიებას არავინ აპირებს, არც ოპოზიცია და არც საზოგადოება. მათ მოუწევთ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა,“- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა „ჯორჯიან თაიმსთან“.

 

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ