დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ბიუჯეტი ზედმეტად ოპტიმისტურია 01.12.2020 17:15

„ჩვენი ბიუჯეტი ზედმეტად ოპტიმისტურად,  უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდაზეა დათვლილი, ვიდრე - მოსალოდნელია“, - ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“   ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი კეპულაძემ განუცხადა.

 

მისივე თქნით, ყველაზე კარგ შემთხვევაში, 4 %-ნი ეკონომიკური ზრდა გვექნება.  „როგორც ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნა, ახალი რეგულაციების პირობებში, ბიუჯეტის დაკორექტირება მოუწევდათ. ხოლო, თუ გვაქვს ნაკლები ზრდა, ბიუჯეტში შემოსულობაც თავისთავად, ნაკლებია, ვინაიდან, ნაკლებს იხდის ბიზნესიც“, - აცხადებს კეპულაძე.

 

„არ შევეხები ცალკეული სამინისტროების დაფინანსებებს. მოსალოდნელი არც იყო, რომ სამინისტროში, ვინმეს სამსახურიდან გაუშვებდნენ და ამით ბიუჯეტი დაიზოგებოდა. აღსანიშნავია ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტიც და ის კიდევ უფრო მაღალი იქნება, თუ არ მოხდა შესაბამისი ეკონომიკური ზრდა“.

 

გიორგი კეპულაძის თქმით, საგარეო ვალის აღება დიდი კრიზისით არის გამოწვეული.

„თუ მაინც  ვიღებთ ამ ვალს, გააჩნია რაში დავხარჯავთ. თუ ის ისევ სოციალურ დახმარებებში უნდა დავხარჯოთ, ეს ჩვენი ეკონომიკისთვის დამატებითი ტვირთი იქნება.

ვფიქრობ, რომ ამ ბიუჯეტს დაკორექტირებაც მოუწევს. ეკონომიკურად ძალიან რთული წელი იქნება და ეს ჩვენს ჯიბესაც ცოტა გვიან დაეტყობა“.

კეპულაძე ამ სიტუაციიდან გამოსავალს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაში ხედავს.

„მთავრობამ მაქსიმალურად უნდა  შეამციროს ადმინისტრაციული ხარჯი და ასევე,  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უფრო მეტი პრივატიზაცია უნდა განხორციელდეს“, - აცხადებს კეპულაძე.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ