დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ჯაფარიძე: მესამე რაუნდი თუ ჩაინიშნება, იქ გამოჩნდება არის თუ არა შეთანხმების რესურსი 01.12.2020 17:35

მესამე რაუნდზე გამოჩნდება არის თუ არა შეთანხმების რესურსი, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, გამართული შეხვედრების შემდეგ არც პოზიტიური და არც ნეგატიური მოლოდინები არ გასჩენია. 

 

"მეორე რაუნდი დასრულდა იმით, რომ ოპოზიციის წინადადება იყო მოლაპარაკების მაგიდაზე და ხელისუფლებას უნდა მოეტანა ამაზე პასუხი, ამის შემდეგ ინდივიდუალურ რეჟიმში მომლაპარაკებლებთან, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებთან გვქონდა შეხვედრა, სადაც ვნახე, რომ ისინი ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციების დაახლოებას ცდილობენ.

 

ამ შეხვედრების შემდეგ არ გამჩენია შთაბეჭდილება, რომ პოზიტიური ან ნეგატიური მოლოდინი მქონდეს, ამიტომ არ ვიცი, მესამე რაუნდი თუ ჩაინიშნება და იმედია მაქვს რომ ჩაინიშნება, იქ გამოჩნდება არის თუ არა შეთანხმების მიღწევის რამე რესურსი", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ