დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ირაკლი სესიაშვილი - ოპოზიციამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მიზანმიმართულად შექმნა 01.12.2020 17:44

მმართველი პარტიის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განაცხადებით, ოპოზიციამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მიზანმიმართულად შექმნა.

 

მისივე თქმით, ხელოვნური კრიზისიდან გამოსავლის გზებს ეძებს როგორც ხელისუფლება, ისე საერთაშორისო საზოგადოება და სამოქალაქო სექტორი.

 

„ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ოპოზიციამ მიზანმიმართულად შექმნა იმისთვის, რომ საერთო ჯამში, სახელმწიფო და საერთო ეროვნული ინტერესები დაზიანდეს. ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზებს ყველა ვეძებთ- საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი სამოქალაქო სექტორი და ხელისუფლება. ამ პროცესში გარკვეულ რადიკალურ ოპოზიციას ვხედავთ, რომელიც ცდილობს, მავნებლობის ბოლო ელემენტამდე იბრძოლოს. მათი შიშია, რომ თუ გარკვეულ ლიდერებს აქვთ რადიკალური მიდგომები, ამ რადიკალურ მიდგომებს არ დაეთანხმონ პარტის ან ამ სიებში მყოფი სხვა ადამიანები, რაც მათთვის ვიწრო პოლიტიკური თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენს. ცხადია, კანონმდებლობა არსებობს, რომელიც არეგულირებს, თუ როგორ ხდება უფლებამოსილებაზე უარის თქმა. ეს ინდუვიდუალურად ხდება. შესაბამისად, ეს კანონი რა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ