დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

შემოსავლების სამსახური - მეწარმე სუბიექტებს საშემოსავლო და ქონების გადასახადის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადების შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ეძლევათ 01.12.2020 17:49

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც 2020 წლის 1 დეკემბრამდე საშემოსავლო და ქონების გადასახადი გადავადებული ჰქონდათ და რომლებიც ტურისტულ სექტორში საქმიანობენ (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში), საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადების შესაძლებლობა ექნებათ.

 

როგორც "ჯორჯიან თაიმსს" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული გადავადებით, უკვე 652-მა გადასახადის გადამხდელმა ისარგებლა და მათ ავტომატურ რეჟიმში, 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გადაუვადდათ ვალდებულება.

 

"ხოლო გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომელთა იდენტიფიცირებაც შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ განხორციელდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაწესებული შეღავათით სარგებლობისთვის, შესაბამისი განცხადების ფორმით მიმართოთ უწყებას, რათა არ განხორციელდეს შესაბამისი დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებები. შემოსავლების სამსახურში აქტიურად მიმდინარეობს მიღებული განაცხადების დამუშავების პროცესი და გადავადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპანია ისარგებლებს საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათით.

 

აღსანიშნავია, რომ ანტიკრიზისული გეგმის ახალ ეტაპზე, ტურიზმის მხარდაჭერისთვის უკვე გათვალისწინებულია შემდეგი სახის საგადასახადო შეღავათები: 2021 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება განთავსებისა და კვების ობიექტები, ასევე, ტურისტული კომპანიები.

 

აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უწყების მიერ იდენტიფიცერებული კომპანიების მიმართ არანაირი დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გატარდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ