ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი კორონავირუსით გარდაიცვალა. ლია ბიბილეიშვილი სამტრედიის კოვიდ-საავადმყოფოში მკურნალობდა, მისი მდგომარეობა მძიმე იყო და დღეს გარდაიცვალა.
გარდაცვლილი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ჯიხაიშში ცხოვრობდა.
ლია ბიბილეიშვილი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge